მარტივი პირობებით და მოქნილი პროცედურული სისტემით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გთავაზობთ ავტოგანვადებას და განბაჟების სესხს როგორც ახალ, ასევე მეორად ავტომობილებზე.

ფიზიკური პირების შემთხვევაში ყველანაირი დამატებითი უზრუნველყოფის, ხელფასის ცნობის, თავდების და საკრედიტო ისტორიის განხილვის გარეშე.

ლიზინგის საგანი, ავტომობილი რომლის შეძენაც გსურთ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • მინიმუმ 1998 წელს გამოშვებული
  • ავტომობილი უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე
  • ავტომობილის ტიპი – მსუბუქი ან მსუბუქი მაღალი გამავლობის
  • ვიზუალურად და ტექნიკურად კარგ მდგომარეობაში
  • ავტომობილის ფასი უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ღირებულებას

ლიზინგის მიმღები, პიროვნება რომელსაც სურს ავტოგანვადებით სარგებლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • საქართველოს მოქალაქე
  • ასაკი 21 დან 70 წლამდე
  • უნდა ფლობდეს მართვის მოწმობას
  • უნდა გააჩნდეს ავტომობილის ღირებულების ნახევარი.

ლიზინგის პირობები:

  • ლიზინგის ვადა 2 დან 18 თვემდე
  • დაზღვევის აუცილებლობის გარეშე
  • ავტომობილი ფორმდება ლიზინგის გამცემი ორგანიზაციის სახელზე

როგორ მივიღოთ ლიზინგი:

  • დაგვიკავშირდით 2 11 22 22
  • მობრძანდით ჩვენს კლიენტთა მომსახურების ოფისებში თბილისში ან რუსთავის ავტობაზრობაზე
  • გააკეთეთ განაცხადი ლიზინგის მისაღებად
  • პასუხი გეცნობებათ 20 წუთში
  • დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვაფორმებთ ლიზინგის ხელშეკრულებას
  • შეგაქვთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე თქვენი თანამონაწილეობის შესაბამისი თანხა
  • ავტომობილს ვარეგისტრირებთ ლიზინგის გამცემი ორგანიზაციის სახელზე
  • ავტომობილის გამყიდველი ღებულობს ავტომობილის საფასურს
  • ლიზინგის მიმღებს ავტომობილი გადაეცემა მფლობელობაში
  • ყველა პროცედურის გასავლელად საჭიროა დაახლოებით ერთი საათი